მარნეულის მერის დაკავებას ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე გამოეხმაურა.
,,ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, ვხედავთ ძალადობას ადამიანის წინააღმდეგ რომელმაც გამოთქვა თავის აზრი შეიძლება ეს არ მოგვეწონოს მაგრამ ძალადობა გაუმართლებელია. ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი. ქართული ოცნება რისი ქართული ოცნებაა ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას რომ არ გადააბრალოს და ახლა ცდილობენ ამ სურათის გადღაბნას, მაგრამ ეს არის რეალობა რეალობას ვერ გაექცევიან. ამ საქმეზე აუცილებლად უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.