პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ წერილით მიმართავს.
კომიტეტი მის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანალიზზე დაყრდნობით უწყებებს მიუთითებს, რომ კომპანიას არ უნდა მიეცეს ბნელი ხევის ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება იქამდე, სანამ არ გამოჩნდება კომპანიის ნება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია, ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა კი არაეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას.
„2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეისწავლის კომპანიების „RMG Gold“- ისა და „RMG Copper“ – ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების
პროცესში გარემოზე მიყენებულ ზიანს. საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“, შეისწავლეს კომპანია „RMG Gold“-ის და „RMG Copper“-ის მიერ გარემოს დაბინძურების სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. მათი ვარაუდი ეფუძნება, მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შესწავლის როგორც სამეცნიერო, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მოცემული კვლევების თანახმად,
ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ზღვარს საგრძნობლად აღემატება, ხოლო დაბინძურების მთავარ წყაროს კომპანიების “RMG Gold” – ისა
და „RMG Copper”-ის მმართველობის ქვეშ მყოფი საწარმოო ტერიტორია წარმოადგენს. ზემოთაღნიშნული გაერთიანებებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანალიზით, 2010 წელს დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო 2010 წლიდან 2014 – მდე, ვიდრე კომპანია ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებდა, დაბინძურებამ იკლო.
საყდრისის საბადოს ათვისებისა და საწარმოო სამუშაოების ინტენსიურად დატვირთვის შედეგად გარემოს დაბინძურება არა მხოლოდ დაუბრუნდა 2010 წლის ნიშნულს, არამედ დაბინძურების არეალიც გაიზარდა.