გუბერნატორი მარნეულის მერის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გრიგოლ ნემსაძე აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ნემსაძემ tv4.ge – თან საუბარში განაცხადა მისთვის აბაზოვის პროკურატურაში დაბარების ფაქტიც უცნობი იყო.
,,ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,დაველოდოთ შესაბამისი უწყებების განცხადებას,რის შემდეგაც დავაკვირდებით რა ინფორმაცია იქნება.ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ ვფლობთ”- განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.