სტიქიის შედეგები, პრევენცია და რისკები განიხილეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. ქვემო ქართლის გუბერნატორს, მოადგილეებსა და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლობას ქალაქში სტიქიის შემდეგ არსებული ვითარება რუსთავის მერმა გააცნო. საუბარი შეეხო პრევენციულ ღონისძიებებსა და რისკებსაც. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, უკვე იდენტიფიცირებულია პრობლემა და ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამისი უწყებებისა და სამინისტროების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მომზადდება პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგაც ძლიერი სტიქიის დროს ქალაქის დატბორვა და მძიმე შედეგების აცილება გახდება შესაძლებელი. რუსთავის მერის თქმით, თბილისი–წითელი ხიდის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის პროექტირებისას სწორედ ის რისკები იქნება გათვალისწინებული, რომელიც რუსთავს უკავშირდება. რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, ამ დრომდე უცნობია, რიცხვი თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ რუსთავს, უკვე შეიქმნა კომისია რომელიც ზარალს დაითვლის.
გუბერნიაში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს
სტიქიის შედეგები, პრევენცია და რისკები განიხილეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე