თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დღეს პროკურატურაში მისვლას გეგმავს

უცნობია აღიარებს თუ არა ბრალს თემურ აბაზოვი

მარნეულში მომხდარი ძალადობისა და არადამიანური მოპრყობის ფაქტზე დაკავებული მარნეულის მერის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დღეს 12:30 წუთზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მისვლას გეგმავს.
„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში მოსიაშვილი აცხადებს, რომ ის ამ დრომდე არ შეხვედრია მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემურ აბაზოვს და შესაბამისად მისთვის უცნობია აღიარებს თუ არა დანაშაულს აბაზოვი.
„დაველოდოთ პირველის ნახევარს, მივალ პროკურატურაში და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება საშუალება საქმის დეტალებზე ვისაუბრო“ აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.