თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის მამაკაცი ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგით დაიღუპა .
თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს მოქალაქე რიზეში ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ჩაის კრეფის დროს ფუტკარმა უკბინა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.