მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

რუსთავში, მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რუსთავში, მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.როგორც „ქრონიკასთან „ საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა პაატიშვილი აღნიშნავს მოზარდი კონტაქტურია , მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამ ეტაპზე რეაბილიტაციის კურსს გადის.

შეგახსენებთ ,18 მაისს მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივნიდან 10 წლის ბიჭი გადმოვარდა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მოზარდს აღენიშნებოდა თავის ქალის და გულმკერდის დახურული ტრამვები , ხერხემლის მალების და სხეულის მრავლობითი მოტეხილობები. საავადმყოფოდან ბავშვის გაწერა უახლოეს მომავალში იგეგმება.