მომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასები იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ჩვენი მეხანძრეების ხელფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოძებნეთ, იმით ვაპირებთ და მათ შემდეგი თვიდან ხელფასები გაეზარდოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.