ათობით მოზარდის ოჯახი პანიკაშია – მათი არასრუწლოვანი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელში არაბი, ირანელი, თურქი მომხმარებლების გვერდებზეა ატვირთული.
მუსტაფა ალ ჰალაფის გვერდი ერთ-ერთია სოციალურ ქსელში, სადაც ქართველი ბავშვების ფოტოებს ტვირთავენ. ფოტოს ქვეშ კომენტარები კი არაბულ ენაზე უხამს და საშიშ განცხადებებს შეიცავს.
მშობლები პანიკაში არიან, მათ ვერ გაარკვიეს, რატომ ინტერესდებიან უცხოელი მამაკაცები ქართველი გოგონების ფოტოებით. მამას, რომლის შვილის ფოტოებიც რამდენიმე მომხმარებელმა ატვირთა და არაბულ ენაზე კომენტარები დაურთო, ეჭვობს, რომ სახეზეა პედოფილია.
მშობლებმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ. ამიტომ მშობლებმა უცხოელ მომხმარებლებს თავად მისწერეს და სცადეს, გაერკვიათ, რატომ ტვირთავენ მათი შვილის ფოტოებს. კითხვები უპასუხოდ დარჩა.
სავარაუდო მოძალადეს ძირითადად ზუგდიდში მცხოვრები ბავშვების სურათები აქვს გამოქვეყნებული.
სავარაუდო მსხვერპლი ბავშვების მშობლები უკვე თვეებია, ითხოვენ გარკვევას, რატომ ვრცელდება მათი შვილების ფოტოები არაბულ, ირანულ და თურქულ გვერდებზე.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ მოკვლევა დაიწყო და ამ პროცესს აკვირდებიან.