რუსთავში პოლიციელებისთვის საცხოვრებელი კორპუსები სავარაუდოდ მე–20 მიკრორაიონის, 21–ე მიკრორაიონისა და ლეონიძის ქუჩებს შორის აშენდება. რუსთავის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს. საკითხი წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი აქტის პროექტი–სსიპ „სახელმწიფო ქონების ერონვული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით წარუდგინა.
სავარაუდოდ საერთო ფართობი 8001 კვადრატულ მეტრი, ნაწილი ფართის 3674 კვადრატული მეტრზე პოლიციელებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
„ქრონიკას“ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაუდასტურა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.
შეგახსნებთ, პოლიციელებისთვის რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის თაობაზე განცხადება შინაგან საქმეთა მინსიტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.