რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო–რას ითვალისწინებს პროექტი

სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ კამპანიის ფარგლებში ,ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ კამპანიის ფარგლებში ,ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. „დანერგე მომავალი“ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, აგროდაზღვევა; პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“, კოოპერატივების შექმნის მექანიზმები ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს.შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, გარდაბნის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.  საინფორმაციო კამპანია დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.მოსახლოებას სახელმწიფოს მიერ 2018 წელს გატარებული რეფორმების და შესაძლებლობების შესახებ მიეწოდება ინფორმაცია.