როგორია პროექტი, რომელიც რუსთავს დატბორვისგან დაიცავს ?!

რუსთავის  შემოსასვლელში მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე  ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.  რუსთავის მერია და ქვემო ქართლის გუბერნია გენერალურ პროექტს ამზადებენ,  რომელმაც დატბორვის პრევენცია უნდა უზრულველყოფს.

რუსთავის  შემოსასვლელში მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე  ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.  რუსთავის მერია და ქვემო ქართლის გუბერნია გენერალურ პროექტს ამზადებენ,  რომელმაც დატბორვის პრევენცია უნდა უზრულველყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია TV4.GE-ს როგორც მერმა, ასევე გუბერნატორმა დაუდასტურეს.

,,ცენტრალურ უწყებებთან კონსულტაციით, მზადდება პროექტი,რომელიც სანიაღვრე სისტემას მოაწესრიგებს და უხვი ნალექის დროს რუსთავში უარყოფითი შედეგების პრევენციას მოახდენს“ – განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, კი არხი რომელიც იაღლუჯიდან არის გაჭრილი თავის კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს და უხვი ნალექის დროს იაღლუჯიდან ჩამონადენი წყალი და შლამი ქალაქის ნაცვლად მდინარე მტკვარში უნდა ჩაიტანოს.

,, გომელაურისა და მე-19 მიკრო რაიონის კვეთაზე არსებული ღია სანიაღვრე არხის საშუალებით წყალი მოედინება.  ეს არხი დაკავშირებულია იმ ინფრასტრუქტურასთან რომელიც მოწყობილია იაღლუჯის ფერდობზე. თავის დროზე, არ ვიცი რატომ დადგა ეს პრობლემა და მოხდა ამ სახით დაპროექტება, სწორედ ეს ქმნის ბოლო 2-3 წელი ქალაქში სირთულეებს.  ვფიქრობ,  რომ ის არხი შესაბამისი მიმართულებით არის გადასაყვანი, რათა კალაპოტს დაუბრუნდეს და მტკვრის მიმართულებით გადავიდეს. პროექტი ერთხელ და სამუდამოდ  მოახდენს დატბორვის პრევენციას “- აცხადებს რუსთავის მერი.