როგორია რუსთაველის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია.როგორც ქრონიკას ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა  ირმა ლულაქველიძემ  განუცხადა დაჭრილი მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება , ერთ- ერთ მამაკაცს მუხლის არეში მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა და მკურნალობას სახლში განაგრძობს , ხოლო მეორე მამაკაცს რომელსაც  სახის ძვლის მოტეხილობები და მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება  ამ დრომდე  კლინიკაში რჩება .

შეგახსენებთ, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ  ორი მამაკაცი დაჭრეს. როგორც შსს-ში განაცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.