რუსთავის №25 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მარადისობაში გადასულნი“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს, გაიხსენეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ომის გმირები და ის დამსახურება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოიჩინეს.
ღონისძიებას რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად დოლიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, სოსო პირველი, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, თამარ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების დედები ესწრებოდნენ.