სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კით ჰარინგთონიდა როუზ ლესლი დაქორწინდნენ. მათ ჯვარი შოტლანდიაში დაიწერეს.
ცერემონია შოტლანდიური ტრადიციების დაცვით, აბერდენშირის საგრაფოში გაიმართა, რის შემდეგაც ახალდაქორწინებულები ლესლის მამის კუთვნილ ვარდჰილის ციხესიმაგრეში გაემგზავრა.
ქორწილს ესწრებოდნენ მსახიობები ემილია კლარკი, პიტერ დინკლეიჯი, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი.
ბრიტანელმა ჰარინგთონმა და შოტლანდიელმა ლესლიმ ერთმანეთი 2012 წელს „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს.მათ ნიშნობის შესახებ 2017 წელს გამოაცხადეს.