რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა. შეხვედრა მერიის ინიციატივით ჩატარდა და ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც დასაქმების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.
შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრებმა ახალგაზრდებს ეფექტური CV-ის და სამოვიტაციო წერილის შედგენის წესები გააცნეს, ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ასევე, პოტენციურ დამსაქმებელთან თვითპრეზენტაციისა და შრომის ბაზარზე სამსახურის მაძიებლისთვის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხები.