ავტოსაგზაო შემთხვევა- ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათ პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწიათ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.