რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მერსედესისა და ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ორივე ავტომობილი.
ამ წუთებში სატრანსპორტო საშუალებები ადგილიდან ევაკუატორებს გადაჰყავთ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, საქმე სავარაუდოდ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრება, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.