ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გაირდაიცვალა.ზესტაფონში მომხდარი ავარიის შედეგად არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.