ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წეროვანში. ერთამენეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯადა. შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 16 ადამიანია დაშავებული.დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია. 

როგორც სს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.