ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე

ქვემო ქართლის გუბერნატორი იმირის გადაჭრილ გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმირის გადაჭრილ გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა კვლევის შედეგად ღვინის კიდევ ერთი ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს. იმირის გორას მსოფლიოს 10 საუკეთესო აღმოჩენას შორის ერთ-ერთი ადგილი უკავია.

,,მარნეულის მუნიციპალიტეტში იმირის გორაზე რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი მასალის დამუშავებისა და შესაბამისი კვლევის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ჯგუფების მიერ სპეციალური ექსპედიციები და ვიმედოვნებ, რომ არსებულ მასალებს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ექსპონანტი შეემატება”-აღნიშნა გუბერნატორმა.