,,ბავშვები,რომლებიც ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ,უკვე არიან სარეზერვო სიაში”-ეკა ხუციშვილი

იმ შემთხვევაში,თუ რეგისტრაციის პროცესში,დაინტერესებულმა პირმა აუცილებელ ველებში ინფორაცია არასწორად განათავსა,ასეთი ბავშვები ბაღებიდან გაირიცხებიან.

რუსთავის ბაგა-ბაღებში ყველა ვაკანტური ადგილი შევსებულია-ამის შესახებ ,,ქრონიკას” რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გადამოწმება 13:00 საათიდან უკვე შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.rustavikids.ge . ეკა ხუციშვილის განმარტებით ,იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციასთან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვები გაუჩნდებათ, სამუშაო დღიდან შეუძლიათ მიმართონ გაერთიანებას.
,, ამ დროისთვის ყველა ვაკანტური ადგილი შევსებულია,ხარვეზები არ დაფიქსირებულა,შეუძლია ნებისმიერ პირს,კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეს და ყველანაირ კითხვაზე პასუხს მიიღებს”

შეგახსენებთ,ვაკანტური ადგილების რაოდენობა 2-3 წლიან ასაკობრივ კატეგოროაში 573 იყო , ხოლო 3-4 წლიანებში 438 ვაკანტური ადგილი ფიქსირდებოდა.
გაერთიანების ინფორმაციით, ბავშვები, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ბაღებში, უკვე არიან სარეზერვო სიაში.

,,სარეზერვო სიები მზად არის,აღსაზრდელები რიგის ნომრის მიხედვით არიან სარეზერვო სიაში”-განაცხადა ეკა ხუციშვილმა

გაერთიანებაში აცხადებენ,რომ იმ შემთხვევაში,თუ რეგისტრაციის პროცესში,დაინტერესებულმა პირმა აუცილებელ ველებში ინფორაცია არასწორად განათავსა,ასეთი ბავშვები ბაღებიდან გაირიცხებიან.