4 წლამდე ასაკის ბავშვი ცემით მოკლეს

ბათუმში, 4 წლამდე ასაკის ბავშვი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგო ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა.  გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 13-დან 17 წლამდე. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას სააგენტო პირველი ავრცელებს.