რუსთავში, ბალანჩივაძისა და ნიკოლაძის ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემისა და ასფალტ-ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, კომპანია ,,რუსთავის წყალი“, წყალსადენის ქსელის სრულ რეაბილიტაციას აწარმოებს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილესთან და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ირაკლი ტაბაღუა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ბალანძივაძისა და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობასაც გაესაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდა.
ბალანჩივაძისა და ნიკოლაძის ქუჩების შიდა კვარტალური გზები და ეზოები, სანიაღვრე სისტემის არ არსებობის გამო, წლების განმავლობაში იტბორებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
მთავარი ყველა საზოგადოება ბალანჩივაძისა და ნიკოლაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს