სისხლის გადასხმის აქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში. აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მერიის თანამშრომლებმა მიიღეს და სისხლის უანგარო დონაცია მოახდინეს. აქცია თბილისის სისხლის სადგურის ორგანიზებითა და გარდაბნის მერიის ინიციატივით ჩატარდა. დღევანდელი აქციის შედეგად გაღებული სისხლი იმ ადამიანების ჯანმრთელობას მომხმარდება, რომლებსაც სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტი აქვთ. უანგაროდ სისხლის გადასხმის აქცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.