გარდაბნის მუნიციპალიტეტში 150 ახალი ურნა განთავსდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების   ახალი ურნები განთავსდა . მუნიციპალიტეტს  150 ახალი ურნა რეგიონალური განვითარების ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა . ურნები ქალაქ გარდაბანში და სოფლებში საჭიროების მიხედვით განთავსდა . ამასთან , გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სატენდერო პირობებით  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი ახალი 19 კუბურ მეტრიანი  ნაგავმზიდი შეისყიდა.

ნაგავმზიდის შესასყიდად  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.