გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ორი ახალი ნაგავმზიდი შეიძინა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება.ნაგავმზიდი მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა. ახალი ნაგავმზიდები გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა პირადად გამოსცადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ. ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდების შესაძენად ტენდერი პირველ მარტს გამოაცხადა, სადაც კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკვე ოთხი ნაგავმზიდი ემსახურება და ახალი მანქანების დამატების შემდეგ,ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი.