ელჩინ ალახვერდიევი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია გაუჩინარდა

საუბარია პირზე, რომელსაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდა აიძულეს და მას სავარაუდოდ სახეზე შარდის წასმაც მოუწია.ოჯახისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ელჩინ ალახვერდიევის შვილი. ის ამბობს, რომ მამა დილით სამართალდამცავებმა წაიყვანეს თუმცა, სად იმყოფება ამჟამად არ იცის.რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, დეტალები მისთვის უცნობია.

,,მამაჩემი „ქართული ოცნების“ წევრია და როდესაც ვნახე ვიდეო, სადაც მამაჩემი „ქართულ ოცნებას“ აგინებს დავინახე რომ მის გვერდით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იდგნენ.ვიდეო 10 ივნისს არის გადაღებული. არ ვიცი ზუსტად ვინ ესწრებოდა გადაღების პროცესს, იყვნენ თუ არა “ქართული ოცნების” წევრები, გამგეობის, ან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვისაც ველაპარაკე ყველა ამბობს, რომ თეიმურაზ აბაზოვი გადაღების დროს იქ იყო,“-ამბობს ალახვერდიევის შვილი.