თბილისი–რუსთავი–წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. როგორც Tv4.ge-სთან საუბარში საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს პროექტი გზების მოვლა–შენახვის ფარგლებში ხორციელდება. ამ დროისთვის გზების ორმული დამუშავება მაგისტრალის 22–ე კილომეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები ხვალ დასრულდება.
პროექტი რეგიონებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან ფინანსდება.