არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი გოგო იდენტიფიცირებული ჰყავთ.
როგორც ცნობილი გახდა, პოლიციამ იმ ავტომანქანის იდენტიფიცირებაც მოახდინა, რომლითაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარაუდო ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. ამ ეტაპზე პოლიცია აღნიშნულ ავტომანქანას ეძებს. ასევე, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველების გამოკითხვაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ საკითხზე დამატებით კომენატრს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.