რუსთავის მერიაში რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების მიერ შექმნილი ისტორიული ნაშრომების რამდენიმე ენაზე თარგმნას ითვალისწინებს. სკოლის მოსწავლეებმა ნაშრომები ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე უნდა თარგმნონ. პროექტის მიზანს ერთდროულად ქალაქის ისტორიის და მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტის იდეა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, პირამიდაში ლექციის დროს გაჩნდა.