კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ

ყაზბეგში კვადროციკლით სეირნობისას მამა-შვილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორივე პირი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილია 10 წლამდე ასაკის ბავშვი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მაშველები ხევში გადავარდნილი მამა-შვილის ამოყვანისთვის შესაბამის სამუშაოებს ამ დრომდე ატარებენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ ეტაპზე პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.