კომპანია ,,ინტერტრანსი“ ე.წ მინივენების საქმიანობის შეზღუდვას ითხოვს

ტრანსპორტის შემსწავლელი საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენელმა დეპუტატებს მინივენების პრობლემის შესახებ მიმართა. კომპანიის პოზიციით ქალაქში მწვავედ დგას ე.წ მინივენების საკითხი,რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილდებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მინივენები ქალაქში უკანონოდ გადაადგილდებიან და მგზავრების გადაყვანა ნებართვის გარეშე ხდება , რის გამოც „ინტერნტრანსში“  დასაქმებულ მძღოლებს პრობლემა ექმნებათ.

,,მივმართეთ სამუშაო ჯგუფს, ქალაქის მასშტაბით პრობლემურია ე.წ მინივენების საკითხი  , რომლებიც უკვე ყოველგვარი კანონის გარეშე ფუნქციონირებენ ,მაგალითისთვის დაიწყეს,  ჭყონდიდელი -მაღლივის მიმართულებით მოძრაობა,რაც კანონიერი არ არის.  უნებართვოდ მოძრაობენ იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენი მიკროავტობუსები გადაადგილდებიან  , ჩვენ შესაბამის სამსახურებს ვთხოვეთ ამ საკითხით დაინტერესება.“-განაცხადა კომპანია ,,ინტერტრანსის“ დირექტორის მოადგილე თენგიზ სანიკიძემ

ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები  ასევე გამართა,  შიდა საქალაქო  და მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებზე.