მარნეულის მუნიციპალიტეტში მერიის დარბაზში სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჟანიძე, ,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებიან.სხდომას ქვემო ქართლის გუბერნატორი უძღვება. სავარაუდოდ დღეს გადაწყდება ვინ უხელმძღვანელებს პარტიას. მარნეულის მერის მოვალეობას სავარააუდოდ მოქმედი მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.