მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე Tv4.ge-თან სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.  თემურ აბაზოვმა  კატეგორიულად გამორიცხა ფაქტში მონაწილეობა და უარყო ინფორმაცია რომელის სტუდია ,,მონიტორმა” გაავრცელა. აბაზოვი ბრალდებებს პროვოკაციად აფასებს.

არსებული ინფორმაციით, აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.