მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

როგორც  პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც მარნეულის მერის პრესამსახურმა ,,ქრონიკას” განუცხადა მას დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მომხდარს არ ადასტურებს.თუმცა როგორც აღნიშნა მარნეულის მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა

სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

ამავე თემაზე იხილეთ: https://tv4.ge/2018/06/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3/