მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

აქტიურად მიმდინარეობს სოფელების - ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტების სამუშაოები.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან და მარნეულის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროქტები მოინახულა.

ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელების – ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტების სამუშაოები.

აღნიშნული პროეტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.