მარნეულში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატისა და სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას.
შედგა შესაბამისი აქტი, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.