მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ,,ფოლკსვაგენის” და ,,ნისანის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.