ქალაქში ცენტრალურ ქუჩებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების შეცვლა მიმდინარეობს. როგორც ,,რუსთავსერვისცენტრში” ,,ქრონიკას“ განუცხადეს, მეგობრობის გამზირზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რკინის ურნები, პლასტმასის კოტეინერებით შეიცვალა. ამ ეტაპზე განახლდა 40 საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა. ,,რუსთავსერვისცენტრში” აცხადებენ,რომ ახალი კონტეინერები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსდება. შეგახსენებთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, განახლდა კოსტავას გამზირზეც, სადაც ,,რუსთავსერვისცენტრმა” 18 ახალი ურნა განათავსა.
მეგობრობის გამზირზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები შეიცვალა
მეგობრობის გამზირზე 40 ურნა განახლდა