მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერ თემურ აბაზოვთან ერთად შესაძლოა მარნეულის საკრებულოს სამი დეპუტატი დააკავონ. როგორც TV4.ge გაარკვია მარნეულის საკრებულოს სამი დეპუტატი ,,ქართული ოცნების” სიიდან პროკურატურაში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს მარნეულის საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევიც:
,,ინფორმაცია გვაქვს ესეთი : საკრებულოს სამი წევრი გამოძიებამ გამოიძახა დასაკითხად, მომხდართან დაკავშირებით. ახლა მიჭირს თქმა ისინიც არიან თუ არა ამ საქმეში გარეულები. თუმცა მომხდართან დაკავშირებით მოხდა მათი დაკითხვაზე დაბარება”- განაცხადა იმამკულიევმა.
შეგახსენებთ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 144 მუხლით აღძრა.