რუსთავში, მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.როგორც „ქრონიკასთან „ საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა პაატიშვილი აღნიშნავს მოზარდი კონტაქტურია , მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამ ეტაპზე რეაბილიტაციის კურსს გადის.
შეგახსენებთ ,18 მაისს მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივნიდან 10 წლის ბიჭი გადმოვარდა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მოზარდს აღენიშნებოდა თავის ქალის და გულმკერდის დახურული ტრამვები , ხერხემლის მალების და სხეულის მრავლობითი მოტეხილობები. საავადმყოფოდან ბავშვის გაწერა უახლოეს მომავალში იგეგმება.