მთავრობის სხდომაზე თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელებენ

საკრებულო ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აპირებენ საუბარს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ მშენებლობის გამო ქვემო ფონიჭალის რამდენიმე ათეული ოჯახი ზარალდება.

„რუსთავის გზატკეცილის მშენებლობასთან დაკავშირებით ასობით ჩვენი თანამოქალაქე არის დაზარალებული და ითხოვს დახმარებას. დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს და მერს მოვუწოდეთ, რომ აზიის განვითარების ბანკთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან უშუამდგომლოს მოქალაქეებს, მარტივი მიზეზით, ასეულობით ჩვენი მოქალაქე რჩება ქუჩაში ისე, რომ მათ არ ეძლევათ ადექვატური ანაზღაურება,“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.