შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირას,1 ივლისს მაია მიმინოშილი აბიტურიენტების კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმინოშილის პირდაპირი ჩართვა 1 ივლის 13:00 საათზე დაანონსდა. აბიტურიენტებს პირდაპირი ჩართვის დროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ნებისმიერი მათთვის საინტერესო და გაურკვეველი კითხვის დასმა შეეძლებათ. პირდაპირი ჩართვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ზუსტად 13:00 საათზე დაიწყება.