მინდა დავადასტურო აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენტთან – ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით, – ამ განცხადებით პარლამენტის წევრებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
“სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტში კომუნიკაციის კუთხით, თითოეული რეფორმის განხილვისას არა მხოლოდ პარლამენტთან და პატივცემულ დეპუტატებთან, არამედ საზოგდაოებასთან. ზოგადად, ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპი. რეფორმა, რომელიც არის წარმოდგენილი, იმ მუშაობის შედეგია, რომელიც კერძო სექტორთან გავწიეთ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რა გზით ვაპირებთ ჩვენ ინსტიტუტების განვითარებას და განმტკიეცბას. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენტთან, მით უმეტეს, რომ ასეთი საინტერესო მოქალაქეები არიან წარმოდგენილნი, დაჯილდოებული სხვადასხვა ნიჭით, მათ შორის განსაკუთრებული ნიჭითაც და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბევრის გამოსვლაში“, – მიმართა დეპუტატებს ბახტაძემ.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს.