მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 6 აგვისტოს 12 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ მარნეულის მკვიდრის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 144 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.