21-ე მიკრორაიონის პირველი კორპუსის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ .ადგილობრივი მოსახლეობა TV4.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს ,რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა და კანალიზაციის წყალი ჭიდან ამოდის ,რის გამოც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია .ადგილობრივები ასევე ბალახის გათიბვას ითხოვენ ,მათი თქმით ბალახში მწერები და ქვეწარმავლებია ,რაც საფრთხის შემცველია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის .