მუზეუმში ზაქარია გულისაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ზაქარია გულისაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში ხელოვანის  13 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა მეტალში არის შესრულებული, ერთი კი თაბაშირში. ზაქარია გულისაშვილისთვის ეს უკვე რიგით მეორე პერსონალური გამოფენაა. 
პერსონალურ გამოფენას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.