პაატა მხეიძემ მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცა

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ საქართველოს იურისტთა გილდიის თავმჯდომარესთან ერთად  რუსთავში  საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა. რუსთავის მაჟორიტარმა  მათი პრობლემები მოისმინა და საჩუქრები გადასცა. დასახმარებლად ბენეფიციარები სოციალური მდგომარეობის მიხედვით შეირჩა.როგორც პაატა მხეიძემ განაცხადა მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება სამომავლოდაც იგეგმება.