პრემიერ-მინისტრი გადადგა

საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა.

,,მინდა ავღნიშნო რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელთანაც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული შეხედულებები. ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტეს მისი შეხედულების მიხედვით”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

,,მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი… მე ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში ახლა არსებულ განწყობებს. მივიღე ის გადაწყვეტილება რომელიც უნდა მიმეღო. მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას, მადლობა ჩემს თანამშრომლებს უდიდესი შრომისთვის, დიდი მადლობა ადამიანური თანადგომისთვის, გუნდის წევრებს, მინისტრებს მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს და მადლობა პარტიის თავმჯდომარეს იმისათვის რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა ჯერ მინისტრის და შემდეგ პრემიერის პოსტზე. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ერთგვარად შეაჯამა საკუთარი პრემიერობის პერიოდი. დეტალურად ისაუბრა მისი ხელმძღვანელობის დროს გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე; ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე; ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის ზრდაზე.